09:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 11:08:08, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli

გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება, ფიქრობს, რომ მისი სპეცრაზმელები "ჩაუშვეს". ხარაზიშვილისთვის საინტერესოა, როგორ დაადგინეს ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე მოძალადე პირების ვინაობა, როცა ყველა მათგან დარბევის დროს ნიღაბი და სპეციალური ეკიპირება ეკეთა.

ამის შესახებ  ზვიად ხარაზიშვილმა ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა.

რა გითრხა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთვქი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?

მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ. 

(ჟურნალისტი: - ბატონო ზვიად, თქვენც იყავით საგამოძებო უწყებაში დაბარებული?) არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის. 

არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით... ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინიდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბჭები რა შუაში არიან.

ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს - ქალებს,  ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ. 

არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, რგორო ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.  

დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ", - ამბობს ხარაზიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics