13:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 10:24:12, 719 ნახვა

სამართალი
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, ქარცივაძე სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას უკვე წარუდგინა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.
გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გავრცელებული ინფორმაციით გუშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა რომან ქარცივაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics