16:46 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 13:27:28, 1145 ნახვა

ეკონომიკა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას

ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის საბოლოო დასკვნა განიხილეს და მიიღეს. დასკვნის მიხედვით, კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები შეიქმნას. 

"სტრუქტურული პრობლემების გასწორების გარდა, პრობლემაა და არაეფექტურია მიწოდების ჯაჭვიც. მიწოდების ჯაჭვი გრძელია და აქედან გამომდინარე, ის თითოეულ რგოლში დამატებით ხარჯებს ქმნის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება. მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეს ურთიერთობები მწარმოებლებსა და საცალო ქსელებს შორის, რომ შუალედური რგოლები არ იყოს.

ამ ნაწილში განსაკუთრებული როლი ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების განვითარებას ენიჭება. ეს გულისხმობს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები. ასეთი ლოგისტიკური ცენტრები საშუალებას მისცემს საოჯახო მეურნეობებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია ამ ცენტრებში უფრო მარტივად, კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და ამის შედეგად, მათი დისტრიბუცია ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება - იქნება ეს ქსელები, საცალო მაღაზიები თუ ბაზრობები". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა. 

ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

კომისია 2026 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და ის 14 წევრისგან შედგებოდა. კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება 7 წევრი; გახარია საქართველოსთვის 3 წევრი; ხალხის ძალა 3 წევრი; ევროპელი სოციალისტები 1 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics