14:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 22:14:58, 631 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა

10 000 ახალი ნერგი რუსთავის ჭალის ტყეს - „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ რუსთავში, მტკვრის ორივე სანაპიროზე მასშტაბური გამწვანების აქციის მხარდამჭერები არიან. პროექტის მორიგ ეტაპზე, ხეების დარგვის პროცესში თავად „თეგეტას“ თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ინიციატივის ფარგლებში, ეტაპობრივად, ჯამში, 10 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი. ამასთანავე, „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლები რუსთავის ჭალაში მყოფ მოხალისეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

გამწვანების აქციის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ შესთავაზა. კომპანიის სათავო ოფისში „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ. გამოწვევაში „თეგეტას“ ფილიალები ჩაერთნენ, რის შედეგადაც, ჯამში, 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამმუშავებელ კომპანიას გაეგზავნა, შედეგად კი მოჭრისგან 15 ხე გადარჩება. ინიციატივის ფარგლებში, ჰოლდინგმა ყველაზე ეკომეგობრული ფილიალი და ეკომეგობრული დეპარტამენტი გამოავლინა და წაახალისა.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კოორდინატორი: „გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გვიხარია, რომ ხეების დარგვა იმ პროექტის ნაწილია, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს რუსთავის ჭალის ტყეს. „თეგეტაში“ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს როგორც ქალაქ რუსთავის გამწვანებასა და მისი ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, ისე შიდა ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებაში, რომელიც მეორადი ქაღალდების ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას მოიცავს“.

რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის განაშენიანება მტკვრის ჭალის გარშემო მიზანმიმართულად დაიგეგმა, რადგან ამ ტერიტორიას რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში ჰაერის ნაკადის გაწმენდის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. გარდა ამისა, ჭალაში 140-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. სწორედ ამიტომ ჭალის ტყის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსთავისთვის. პროექტი რუსთავის მერიასთან პარტნიორობით განხორციელდა.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის" დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გარემოზე ზრუნვას. კომპანიის მისია სპეციფიკური ნარჩენების მართვაა, რაც მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას გულისხმობს. გარემოსთვის მავნე ნარჩენების გადამუშავების პარალელურად, აქტიურად ვუწყობთ ხელს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გამწვანებას, ტყეების გაშენებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას მოიცავს. რუსთავის ჭალა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა 90-იანი წლებიდან ვითარება შეიცვალა: ტყე გაიჩეხა, ბიომრავალფეროვნება გაუარესდა და ეკოსისტემა დაზიანდა. „თეგეტა გრინ პლანეტში“ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და კარგად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ამ მიდამოებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ხელშესაწყობად. იმედი გვაქვს, რომ ასეთი კარგი და ფართომასშტაბიანი პროექტი მომავალშიც გაგრძელდება“.

გამწვანების აქცია და მწვანე გამოწვევა „თეგეტა ჰოლდინგმა" დედამიწის დღეს მიუძღვნა, რომელიც 1970 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აღინიშნება. წელს ამ დღის ლოზუნგი იყო „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ადამიანის ძალისხმევის მნიშვნელობას წარმოაჩენს.

რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ მესამე წელია, ერთვებიან. წინა წლებში, მოხალისეებთან ერთად, 3 000 ნერგი დაირგა, ამჯერად კი მასშტაბი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

რაც შეეხება „მწვანე გამოწვევას“, „თეგეტაში“ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და მესამე წელია, იმართება. ამ ინიციატივაში ყოველწლიურად ასობით „თეგეტელი“ ერთვება და, ჯამში, უკვე 3 ტონაზე მეტი მაკულატურაა შეგროვებული. მაკულატურის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის მიწოდების შედეგად კომპანია წიგნებს იღებს, რომლებსაც „თეგეტა“ სოფლის ბიბლიოთეკებში ბავშვებისათვის აგზავნის.

--

გარემოს დაცვა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება.

„თეგეტა” აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება ათასობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას.

დამატებით, „თეგეტა“ მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობის წასახალისებლად გარემოსდაცვით პროექტებში, მათ შორისაა კამპანიები - „არ გადაყარო, ჩააბარე”, მომხმარებლების მიერ ჩაბარებული ასობით ტონა სპეციფიკური ნარჩენი, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის განთავსებული ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics