23:15 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 18:03:30, 4513 ნახვა

რეგიონი
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც

სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას, დღის წესრიგშია ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

“ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ სომხეთის ყველა საზღვარი იყოს სასაზღვრო ჯარების პასუხისმგებლობის ქვეშ და ჩვენ ამ გზით მივდივართ. უახლოეს მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ლოგიკურ ვადებში დავასრულებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. დღის წესრიგში გვაქვს ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის შეჯამების საკითხიც და ამის შესახებ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს. ამით არსებითად დასრულდება სომხეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი და ჩვენს სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებულად მოახდინოს ფოკუსირება განვითარების დღის წესრიგზე თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ისტორიულ ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები ცალსახად პოზიტიურია.

“ჩვენი ამოცანაა, რომ სომხეთში სასაზღვრო ჯარების ფუნქციური დანიშნულება და სამსახურის მასშტაბები სულ უფრო გაფართოვდეს“, – თქვა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics