|
2026-04-20 10:42:43, 3147 ნახვა
ევროპის ამბები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ „ფიდესმა“ არჩევნები წააგეს, რადგან მათ თავიანთი კამპანია უკრაინის მიმართ სიძულვილზე ააშენეს. ზელენსკიმ ეს განაცხადა უკრაინულ ტელემარათონზე გასულ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში მუდმივად სიძულვილის გავრცელებით გამარჯვება შეუძლებელია. „ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრი ლიდერი არ დამეთანხმა. ყოველთვის სიძულვილით ვერ გაიმარჯვებ. ტაქტიკურად შეგიძლია გაიმარჯვო, მაგრამ სტრატეგიულად წააგო. უნგრეთის არჩევნები ორბანისთვის სტრატეგიული მარცხია“, - თქვა მან. ზელენსკის თქმით, მან „ყველაფერი გააკეთა“ ორბანის მთავრობასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, „მაშინაც კი, როდესაც მან (ორბანმა - რედ.) ჩემს მიმართ სიძულვილის გამომხატველი ბილბორდები განათავსა“. „მე ვთქვი, რომ მე უკრაინელი ხალხის არჩევანს ვეკუთვნი. ჩემს მიმართ სიძულვილი უკრაინელების მიმართ სიძულვილის პროექციაა. მან თავისი კამპანია უკრაინელების მიმართ სიძულვილზე ააგო და უნგრელებმა აჩვენეს: შეხედეთ, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. მას შემდეგ, რაც უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პარტია 12 აპრილის არჩევნებში დამარცხდა, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი სწრაფად განბლოკილი იქნება. როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ამ ინიციატივების დამტკიცება და უკრაინა დრუჟბას მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეჩერებაში დაადანაშაულა. უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ნათლად განაცხადა, რომ არ დაბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, თუმცა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი მონაწილეობას არ მიიღებდა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)