|
2026-05-05 20:12:06, 1325 ნახვა
საზოგადოება
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2500 ლარით დააჯარიმა აქტივისტი ია მელითაური. მან მიიჩნია, რომ სადავო Facebook-პოსტი პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს შეურაცხყოფდა. სადავოდ გამხდარ პოსტში ეწერა: „სალუქვაძე, #... შენა, წადი #... იმკურნალე ისევ, კიდევ არ გიწერ რატომ“ - იმის მიუხედავად, რომ ნახსენები არ იყო სახელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა. გუშინ, 4 მაისს გამართულ სხდომაზე ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა მოიყვანა მაგალითი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან - როდესაც რუსი სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო გასამართლებული მოქალაქის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. ადვოკატმა ვარდიაშვილმა დაამატა, რომ იმ საქმესა და მელითაურის საქმეს შორის „სხვაობა ისეთივეა, როგორც სპილოსა და ჭიანჭველას შორის“. „სალუქვაძე შეიძლება იყოს როგორც ლაშა, ასევე დიმიტრი, ალექსანდრე, გიორგი… შეიძლება იყოს პოლიციელიც ან სხვა პროფესიის ადამიანი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მელითაურის ადვოკატმა. შსს-მ საქმის წარმოება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ მუხლით განსაზღვრულია ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდე ანდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)