|
2026-05-05 14:57:28, 1347 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღების შემდეგ უკვე მედიასთან განაცხდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ მიუღია ასეთი ცუდი შეფასება ევროკომისიისგან წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის თვალსაზრისით, როგორც საქართველოს მიიღო. იუკნევიჩიანე, რომელიც დოკუმენტის ავტორია, ამბობს, რომ საერთოდ არ უხარია, რომ ანგარიშში საქართველოს შესახებ მკაცრი სიტყვების ჩაწერა მოუწია.
საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპრომისულ შესწორებას, სადაც პროსახელისუფლებო არხების, TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ. იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ისევე როგორც დაიბლოკა ან აღარ მაუწყებლობენ "რაშა თუდეი" ან "სპუტნიკი", დასახელებულმა მედია საშალებებმაც იგივე ბედი უნდა გაიზიარონ. ის გამოცემები, რომლებიც ტვინის გამორეცხვის შინაარსს ავრცელებენ, არ არიან მედია, თუმცა ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას - უთრა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)