03:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 11:14:22, 1432 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის „მნიშვნელოვანი გახანგრძლივება“.

The Hill ციტირებს ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებას.

ტრამპმა ეს განცხადება უკრაინასა და რუსეთს შორის 9-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და 1000-1000 პატიმარის გაცვლის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე კიდევ ერთხელ საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მინდა, რომ [ცეცხლი - რედ.] მნიშვნელოვნად გაგრძელდეს“.

გარდა ამისა, ტრამპმა უარყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა პირდაპირ პუტინისგან იყო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავად მოითხოვა ეს და ორივე ლიდერმა „ადვილად“ დათანხმდა.

„ჩვენ გვაქვს მოკლე ვადა, როდესაც ისინი ხალხს არ მოკლავენ. ეს ძალიან კარგია. და ისინი ასევე შეთანხმდნენ... ათასი პატიმრის დაბრუნებაზე, ამიტომ თითოეული მხრიდან ათასი პატიმრის გადაყვანა თითქმის დაუყოვნებლივ მოხდება. ეს ძალიან კარგია“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ, ამერიკული მხარის შუამავლობით, რუსეთთან სამდღიან ცეცხლის შეწყვეტასა და პატიმრების გაცვლაზე შეთანხმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics