|
2026-04-28 23:14:23, 3549 ნახვა
კომენტარი
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
"მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს" - ამბობს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი TV პირველთან საუბრისას. "მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე არის დროც, შესაძლოა, რომელიმე მღვდელმთავარმა შეცვალოს თავისი პოზიცია და სხვა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა. 15 საპატრიარქო კანდიდატი იყო, რომელიც აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რომ კენჭი ეყარათ. 15 კანდიდატიდან ცხრამ მოხსნა თავისი კანდიდატურა, ხოლო ექვსმა დატოვა კენჭისყრისთვის. ესენი იყვნენ მეუფე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი, მეუფე მელქისედეკი, მეუფე დოსოთი და მეუფე გრიგოლ კაცია და ის არის შედეგი, რაც სახეზეა" - ამბობს მეუფე საბა ინწკირველი. დღეს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი გრიგოლი, მიტროპოლიტი იობი.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)