11:08 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 13:15:05, 1536 ნახვა

სამართალი
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი

რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს შეყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას აქტივისტი გიორგი რომელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს

"ორი დღის წინ დამირეკა ციხიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, ბიჭმა რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იმყოფება… (2 წელი).  თავდაპირველად მითხრა რომ იმედია არ გამაკრიტიკებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ არ გავაკრიტიკებდი მის არცერთ ნაბიჯს. 

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა!

არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს.

ქართული ოცნების წევრების არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ "ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ" ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა.

გაათავისუფლეთ ფრიდონ ბუბუტეიშვილი და ნუ გაატარებინებთ ამ ბიჭს კიდევ 3 წელს ციხეში.

საქართველოს საპატრიარქო - ქართველი ხალხის სულიერი კეთილდღეობა და მათი სიმშვიდე გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ განხეთქილების დასრულების დასაწყისად ითხოვეთ და მოუწოდეთ ქართულ ოცნებას უპასუხონ ფრიდონ ბუბუტეიშვილის ნაბიჯს და მოაწერონ შეწყალების აქტს ხელი. საჭიროების შემთხვევაში თავად შემიძლია გავესაუბრო საპატრიარქოს წარმომადგენელს ამ საქმის დეტალური შესწავლისთვის" - წერს რომელაშვილი.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წელს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მაშინ ის 19 წლის იყო. ბუბუტეიშვილი სასჯელს პირველ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოო საკანში იხდის. 2025 წლის 20 იანვარს მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics