00:41 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 12:40:19, 2590 ნახვა

კომენტარი
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა

უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, კორუფცია ყვავის,  - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა.

„ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინასა და მოლდოვაში. უკრაინაში, სამწუხაროდ, არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, 2022 წლის შემდეგ იცით, როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ, რა მდგომარეობაა შექმნილი - ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის, ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი.

რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, ეს აისახება მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2022 წლიდან მოყოლებული, მოვახერხეთ, დაახლოებით 14 მლრდ დოლარით გაგვეზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის, კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც შექმნილია მოლდოვაში, ეს არის საერთო სურათი.

ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics