03:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 13:24:41, 1324 ნახვა

სამართალი
ჯანგველაძის საქმეში ორ ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებაში გამოყოფილ ეპიზოდში, დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე დემეტრა ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, კაჭკაჭაშვილს 10 წლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

მამუკა ბაღდავაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 375-ე მუხლებით წაუყენეს, რაც ცრუ ჩვენების მიცემას და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics