19:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 15:33:56, 762 ნახვა

პოლიტიკა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის

"მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი" - აღნიშნული გერმანიის ელჩმა "ექსპო ჯორჯიას" გამოფენაზე ჟურნალისტებს უთხრა.

"მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. [...]

ბრალდებები ცხადია, რომ მცდარია, ვფიქრობ, რომ აქ [ევროპის დღეზე] მყოფ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ევროპას ხედავენ როგორც მეგობარს, როგორც მეგობრულ და კარგ ადგილს, ხედავენ როგორც იმედის წყაროს, როგორც პარტნიორს, რომელიც საქართველოს პარტნიორობას უწევს მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.

ჩვენ არ ვიღებთ ამ კრიტიკას, უარვყოფთ ამ კრიტიკას და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. მე ყოველთვის ვუწევ რეკომენდაციას ქართველ ხალხს, რომ წაიკითხონ ევროკავშირის შეთანხმებები, ყველაფერი წერია იქ, თუ რა არის ჩვენი ღირებულებები, რა არის ჩვენი კონსტიტუცია.

ჩვენ ვემყარებით ერთიანობას და მრავალფეროვნებას, ვართ მშვიდობიანი, თავისუფალი და კეთილდღეობის მქონე ადგილი და ქართველები ძალიან სასურველები არიან, რომ იყვნენ ჩვენთან, ჩვენი მეგობრები და პარტნიორებ.  - განაცხადა ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics