09:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 15:19:08, 446 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები

არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან მტკიცებულებებს და არა პიარკამპანიებს.

„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არცერთი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულებების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ვინმეზე, ე.წ. დამკვეთებზე გავიდეს. ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა. დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს, ბოლო პერიოდში გვაქვს ჩვენ ამის პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაულია სახეზე. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჭიდებით და გაჰყვებიან სამართალდამცველები. ასეთი თუ არ იქნება, ბუნებრივია,  პიარკამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთუთებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა, პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიყვებიან რეალობას და მტკიცებულებებს და არა პიარ კამპანიებს“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics