18:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 17:56:50, 867 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის დაჯილდოებაზე – Innovators Awards 2026 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ბანკი გამარჯვებულებს შორის დასახელდა ნომინაციაში Top Financial Innovations – Central and Eastern Europe, კომპანიის მასშტაბით გენერაციული AI-ის დანერგვისთვის.

აღნიშნული დაჯილდოებაზე Global Finance ავლენს ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ სექტორში ქმნიან ახალ სტანდარტებს, ავითარებენ ინოვაციურ ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიების საშუალებით სამომხმარებლო გამოცდილებასა და ბიზნესპროცესებს აუმჯობესებენ.

საქართველოს ბანკის ინიციატივა კი წარმოადგენს ორგანიზაციის მასშტაბით დანერგილი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება — ოპერაციული ეფექტიანობის გასაზრდელად, პროცესების გასამარტივებლად, თანამშრომლების შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი, პერსონალიზებული სერვისების შესაქმნელად.

“გვიხარია, რომ საქართველოს ბანკმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის — ეს არის რეალური ღირებულების შექმნა მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბიზნესისთვის. ჩვენი გუნდი ამ მიღწევაზე არ ჩერდება და განვაგრძობთ უახლესი ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა.

Global Finance უკვე მეცამეტედ ატარებს Innovators Awards დაჯილდოების პროგრამას. გამარჯვებულები Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ, დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან თანამშრომლობით შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ამავე დაჯილდოებაზე მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics