2026-05-06 12:48:44, 331 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
„ფორმულას“ ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი აცხადებს, რომ გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს.
„საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ელისო ჯარიაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,