|
2026-05-09 11:05:27, 731 ნახვა
საზოგადოება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
ყოველ წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს ევროკავშირი 1950 წლის შუმანის დეკლარაციის წლისთავს აღნიშნავს. ამ დეკლარაციიდან იღებს სათავეს ის, რასაც ჩვენ დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ და რაც მშვიდობისა და თანამშრომლობის იდეაზეა დაფუძნებული. "წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ამ დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიაში აღნიშნავს მრავალფეროვანი და ენერგიული ღონისძიებით, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას. ამასთან, წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის იუბილე აღინიშნება — თანამშრომლობისა და საერთო ღირებულებების სამი ათწლეული. შემოგვიერთდით 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში, სადაც დაგხვდებათ ცოცხალი წარმოდგენები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გამოფენები, მრავალფეროვანი სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები, მუსიკა და ჩვენი საერთო ღირებულებების შთამბეჭდავი დღესასწაული." - წერია ევროკავშირის განცხადებაში. ეს თარიღი უკავშირდება 1950 წლის 9 მაისს რობერ შუმანის მიერ გაკეთებულ ისტორიულ დეკლარაციას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროკავშირს. ევროპის დღის აღნიშვნა ოფიციალურად 1985 წელს გადაწყდა მილანის სამიტზე.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)