20:07 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 13:23:50, 2307 ნახვა

ეკონომიკა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა

ონცენტრირებულები ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სებ-მა გადაწყვეტილება მიიღო, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა.

" მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3.0 პროცენტს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ნავთობის ფასების ზრდა“, – განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics