|
2026-05-08 15:19:08, 749 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ, – ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან მტკიცებულებებს და არა პიარკამპანიებს. „სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არცერთი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის საიმისოდ და იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს, მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულებების არქონის შემთხვევაშიც კი, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ვინმეზე, ე.წ. დამკვეთებზე გავიდეს. ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნათ სახელმწიფოს სწორი მიდგომა. დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ალბათ დაგვეჯერება ყველას, რომ არ შევიკავებდით თავს, ბოლო პერიოდში გვაქვს ჩვენ ამის პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო. ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ვინმეს ვერიდებით, როცა დანაშაულია სახეზე. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას ჩავეჭიდებით და გაჰყვებიან სამართალდამცველები. ასეთი თუ არ იქნება, ბუნებრივია, პიარკამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს და მტკიცებულებები ამაზე მიუთუთებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, არ იქნებოდა, პირობითად ერთი დაზარალებული ჟურნალისტი მხოლოდ და იქნებოდა ბევრი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიყვებიან რეალობას და მტკიცებულებებს და არა პიარ კამპანიებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)