|
2026-05-06 13:03:06, 1783 ნახვა
ეკონომიკა
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-მდე გაზრდის შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება, – ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 252 029 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი, 80% ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია, 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული. „ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 19.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 3.9 მილიარდია, სამომხმარებლო სესხებზე კი 6.2 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.3 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3.4 მლრდ. ლარის. ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,276 ლარს, სამომხმარებლო სესხის 43,587 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 130,138 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,541,963 ლარს შეადგენს. ინფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ არის მკაცრი, თუმცა აუცილებელი პრევენციული ნაბიჯი ფასების ზრდის შესაჩერებლად. ინფლაციის 5.9 პროცენტამდე დაჩქარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მსყიდველობით უნარს, რაც ცენტრალური ბანკის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. თუ ფასების ზრდის ტემპი არ შემცირდა, არ არის გამორიცხული რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)