11:21 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 18:00:54, 669 ნახვა

სამართალი
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე.

„ჩანაწერი ასახავს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, რომელიც საიდუმლო შეხვედრის დროს ინსტრუქციებს იღებს, ფულს იღებს და შესაბამის ხელმოწერას აწერს ხელს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი უძილაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუს“ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 5 მაისს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამთავრობო უწყების მაღალჩინოსანი სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ინფორმაციას უცხო ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით (ჯაშუშობა), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics