14:08 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 12:45:07, 338 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა

პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადაცდომები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იქნეს კანონის უზენაესობის ნაწილი, პროკურატურამ ბრალი მხოლოდ მხოლოდ მყარი მტკიცებულებების არსებობისას წაუყენოს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო. შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ვნახეთ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაბამისად გვქონდა ამაზეც რეაქცია. შესაძლოა ამ ადამიანებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვედროდა; ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა გადაცდომებსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics