12:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-08 13:17:03, 1142 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ჩაეძიებიან" ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს. პაპუაშვილი ორგანიზაციის დამფინანსებლეს საქართველოს მტრებად მოიხსენიებს. 

"მე ვნახე ბანერი, ესტონური ორგანიზაციის - საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ამბობს, რომ [4 ოქტომბრისთვის დაკავებულები] პოლიტიკური პატიმრები არიანო და მე მინდა, რომ საქართველომ კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც ამ ორგანიზაციას - საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს არის საქართველოს მტერი, ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, უნდა ჩავეძიოთ ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და გავიგებთ, ვინ არის საქართველოს მტერი.

90-იანების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი და ეს პირდაპირ უნდა ითქვას. ჩავეძიებით, იცით, რომ ოფისი ვნახეთ სადაც არის დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია, ის ხუხულა. ვნახავთ, ცოტა ხანში გავერკვევით კიდევაც ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლისღვრის ინსპირაციისთვის". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

7 მაისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics