06:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-04 20:21:10, 18509 ნახვა

სხვადასხვა
ირანში დაბომბვის შედეგად დაზიანდა გოლესტანის სასახლე

ირანის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, გოლესტანის სასახლის დაზიანებას ასახავს.

სასახლე ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანდა.

ადრე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასახლის ცნობილი სარკიანი ტახტის ოთახი, მუზეუმის ექსპონატებთან ერთად, იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ უსაფრთხო საცავში გადაიტანეს.

გოლესტანის სასახლე თეირანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აშენებული მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ყაჯარების დინასტიის დროს, „გოლესტანი“ სიტყვასიტყვით „ვარდების სასახლეს“ ნიშნავს.

გოლესტანის სასახლე-მუზეუმი დაყოფილია 7 ნაწილად, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, აქს-ხანე (ფოტოგრაფიის მუზეუმი), ხოუზ-ხანე (პორტრეტების გალერეა), ნეგარ-ხანე (სურათების გალერეა), შამს-ულ-ემანეხის პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი.

2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლის დილით აშშ-მ და ისრაელმა ირანს შეუტიეს. საპასუხოდ, ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ბაზებზე დარტყმები განახორციელა. აშშ-ისრაელის აგრესიის შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე დაიღუპა. აშშ-მ ჯერჯერობით დაადასტურა ექვსი ჯარისკაცის დაღუპვა. სამხრეთ ირანის პროვინციაში გოგონების სკოლაზე ისრაელის დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 170 მოსწავლე და მათი მასწავლებელი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics