03:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 16:39:47, 882 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

თიბისი ტექსკოლა - თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც უკვე 3 წელია გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების მოხსნით, უფროსკლასელებს ეხმარება - ტექნოლოგიების სამყაროში საკუთარი შესაძლებლობები აღმოაჩინონ და მომავალი პროფესიებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგან.

სამი წლის განმავლობაში თიბისი ტექსკოლის უფასო, ონლაინ კურსები, მთელი საქართველოდან, 4 ათასამდე მოსწავლემ გაიარა. აქ მონაწილეები სწავლობენ ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, UI/UX დიზაინს, მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკული დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგს და ა.შ.

ახალ თაობას შორის თიბისი ტექსკოლის წარმატება იმანაც განაპირობა რომ აქ ყოველთვის ითვალისწინებენ ახალი თაობის ინტერსებს და სწორედ ამიტომ, ტექსკოლა ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

პროგრამა მონაწილეებს სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს:

  • ვებმენეჯმენტი | რთული პროექტების მართვა, ტექნიკური დოკუმენტაციისა და კონტენტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით;
  • გრაფიკული დიზაინი | კრეატიული იდეების გარდაქმნა პროფესიულ ვიზუალურ კონცეფციებად თანამედროვე AI ხელსაწყოების გამოყენებით;
  • ვაიბ კოდინგი (Vibe Coding) |პროგრამირების ახალი მიდგომა, რომელიც უფროსკლასელებს ასწავლის, როგორ შექმნან რეალური ვებაპლიკაციები ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობით.

ჯეოლაბთან პარტნიორობით, თიბისი ტექსკოლის მიზანია - ახალგაზრდებს მისცეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და ტექნოლოგიებთან ეფექტური მუშაობის უნარი.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი იდეების და იმის, რომ სწორედ შენ შეგიძლია მართო ტექნოლოგია, რომელიც სამყაროს ცვლის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics