01:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 19:53:54, 1833 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან

ევროპელ ლიდერებთან საინტერესო საუბრები გვქონდა ყველა საინტერესო თემაზე - ამასთან კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

როგორც იგი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.

"ერევანში ორგანიზებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს. 

შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად  გაძლიერების მიმართულებით", - აღნიშნავს კობახიძე.

კობახიძე ამბობს, რომ  საინტერესო საუბრები ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან.

მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში იმართება ეს სამიტი.

ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს.

ასევე, ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება, ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის - ამბობს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics