04:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-19 14:38:35, 6919 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა

ქართველი სამხედრო, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მცველი, გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა.

პოლკოვნიკი კუპარაშვილი აზოვის ქვედანაყოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას, მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში, სადაც მძიმედ დაიჭრა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა გადარჩენა და ევაკუაცია მოხერხდა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან ირიცხებოდა. ის მსახურობდა კოჯრის სპეცდანიშნულების ძალების ბაზაზე და 1999 წელს ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ სამშვიდობო მისიას კოსოვოში (KFOR). ასევე მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics