15:07 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-07 17:39:38, 2465 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია

პატრიარქობის კანდიდატმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, მარალმა იეარქმა ზეწოლაზე ისაუბრა და ამ კონტექტსში სამთავრობო მედიები ახსენა.

"თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს" - თქვა ჟურნალისტებთან მეუფე იობმა. 

მისივე თქმით, დღევანდელი სხდომა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. 

ჟურნალისტი: გუშინ თქვით, რომ ზეწოლა და ჩარევები არის?

მეუფე იობი:   თქვენ ვერ ხედავთ, რომ სამთავრობო ტელევიზიები ხომ აკეთებენ ამ ყველაფერს? [ზეწოლა და ჩარევები], მეტი არაფერი.

ჟურნალისტი: შიდა დაპირისპირება ხომ არ არის სინოდის წევრებს შორის?

მეუფე იობი: არა, ერთსულოვნება არის, ძალიან კარგი მდგომარეობაა ღვთის მადლით.

ჟურნალისტი: მეუფე ზენონი, ახალი სინოდის სხდომის მოქვევაზე საკითხის დაყენებაზე საუბრობდა

მეუფე იობი: დღევანდელ შეკრებაზე მეუფე ზენონი არ იმყოფებოდა. [...] ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა დღეს კრება. გაფართოებული კრება დახურული იქნება, ტელევიზიები არ იქნება. სიტყვის უფლება თითოეულ დელეგატს 3-დან 5 წუთამდე ექნება". - თქვა პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე იობმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics