17:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-09 12:30:33, 596 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ

მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ, - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა მაღალი პასუხისმგებლობით.

„მთლიანობაში, დაახლოებით, 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს ვგულისხმობ, მოძალადეებს და ამ დროის განმავლობაში, ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ იყო მართალია ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics