12:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 20:15:47, 493 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა

თბილისის სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა. ეს ინფორმაცია TV პირველს სასულიერო აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

"კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მოწოდებულ მასალებზე, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მეუფე იობს განათლება დაუდასტურდა". - თქვა ლაშხმა.

5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიაში კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი განცხადებით, "2 თვის წინ იდო, ნახა დიპლომი" რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო  წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა.

მისივე განცხადებით, სასულიერო აკადემიას მიმართეს, რომ მეუფე იობის განათლება დაედასტურებინათ.

"მივმართეთ მცხეთის სემინარიის სამართალდამემკვიდრეს, დღევანდელ სემინარიას, რომლის რექტორიც ბრძანდება ღრმად პატივცემული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. იკრიბება კომისია და ეს მტკიცებულებები მათ მაგიდაზეა. ასევე, არქივებშიც იქნა სხვა დამამოწმებელი საბუთები და არ უნდა იყოს პრობლემა დიპლომის გაცემის, რადგან ასევე არსებობს პატრიარქის ბრძანება N134, რომელიც გულისხმობს, რომ 2005 წლამდე ვინც მიიღო განათლება, კვალიფიკაცია და ვერ ახერხებს, დაადასტუროს დიპლომით, ან დაკარგულია, ან გაურკვეველ ვითარებაშია, ასეთ პირებს დაევალათ, კომისიამ იმსჯელოს და მოხდეს ამის აღიარება" - თქვა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 4 მაისს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics