|
2020-11-21 07:57:04, 4538 ნახვა
საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული შედეგების მიხედვით მეორე ტური 17 ოლქში ჩატარდება.
ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შეეძლება. როგორც ცნობილია, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების სია ასეთია:
№1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი - №2 - შალვა შავგულიძე და №41 - ბექა ოდიშარია. №2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია, №41 - ნოდარ ტურძელაძე. №3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი, №41 - დავით სერგეენკო №4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე, №41 - კახა კახიშვილი №5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი, №41 - სოზარ სუბარი №6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, №41 - გიორგი ვოლსკი №7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი, №41 - მიხეილ ყაველაშვილი №8 - გლდანი - №5 - ნიკანორი მელია, №41 - ლევან კობიაშვილი №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი, №41 - ირაკლი ქადაგიშვილი №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი, №41 - შალვა კერესელიძე №12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე, №41 - ნინო ლაცაბიძე №16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე, №41 - ზაალ დუგლაძე №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე, №41 - ბეჟან წაქაძე №23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე, №41 - ზაზა ლომინაძე №27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია, №41 - ირაკლი ჩიქოვანი №28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე, №41 - რესან კონცელიძე №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე,№41 - ანზორ ბოლქვაძე.
ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ქუთაისში, სადაც იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“) და გრიგოლ შუშანია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) უპირისპირდებიან ერთმანეთს.
არჩევნების მეორე ტურისთვის გახსნილია 1914 საარჩევნო უბანი.ამასთან, გამონაკლისის სახით შექმნილია 9 უბანი, ხოლო იზოლაციასა და კარანტინში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობას 80 უბანი უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)