|
2020-10-31 20:39:29, 1253 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი - გილოცავთ, რა მაგარი ხალხი ვართ, „ქართული ოცნება“ მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში
გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. „გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მოდი, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს პრინციპულ არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. რაც მთავარია, ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს. გარწმუნებთ, რომ საქართველომ დღეს გააკეთა ღირსეული არჩევანი. გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი. კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას, რომ „ქართული ოცნება“ როგორც იყო სახალხო, ისევე იქნება სახალხო და დარჩება ხალხის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გაუმარჯოს ჩვენს მომავალ გამარჯვებებს! გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!- განაცხადა ივანიშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)