|
2020-10-31 13:24:26, 1418 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი - არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რადგან ქვეყნის ბედი წყდება
არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რადგან ქვეყნის ბედი წყდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების გეგმა იყო, რომ არჩევნებზე არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი, თუმცა ეს გეგმა ჩაეშალათ. „მოგესალმებით, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოში და არის ძალიან მღალი აქტიურობა ჩვენი ამომრჩევლის. ნუ ეს მაგარია, იმიტომ რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იმაზე იყო მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ და როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და ისედაც მიჰყავთ, თუმცა, რა თქმა ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა, დანარჩენი ახლა უკვე არის შემდგომი აქტიურობა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე, ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მართლა ქვეყნის ბედი წყდება და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)