|
2019-04-10 15:54:34, 3986 ნახვა
ევროპის ამბები
ცქიტიშვილი - მიხარია, რომ მაქვს საშუალება მხარი დავუჭირო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ხულოში, ვახტანგ ბერიძეს
"ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება მხარი დავუჭირო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მერობის კანდიდატს ხულოში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ხულოდანაა, თქვენი თანასოფლელია, თქვენი თანამემამულეა. მან მთელი ცხოვრება გაატარა აქ, ხულოში. ისწავლა ბათუმში, მაგრამ დაუბრუნდა ხულოს და მთელი მისი კარიერის განმავლობაში, მთელი მისი შრომითი საქმიანობის განმავლობაში იყო ხულოს რაიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ მან ყველაზე კარგად იცის რა გჭირდებათ თქვენ, რა პრობლემები გაქვთ და რა შესაძლებლობები აქვს ხულოს, ხულოს მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ ეს პრობლემები კიდევ უფრო უკეთესად გადავწყვიტოთ, უფრო ეფექტურები ვიყოთ ყველანი. როდესაც მერის არჩევნებზე ვსაუბრობთ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მერმა ყველაზე კარგად, ყველაზე სიღრმისეულად იცოდეს მისი რაიონის პრობლემები, ყველაზე კარგად შეეძლოს თქვენი ხმის მოტანა როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დაგვეხმაროს ჩვენც იმისთვის, რომ თქვენი გასაჭირი, თქვენი საჭიროებები უკეთესად დავინახოთ, უკეთესად შევძლოთ ამ საჭიროებებზე პასუხი. ჩვენ დავიწყეთ სამობილიზაციო სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის აღსადგენად. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდეთ და უკვე დაიწყო სამუშაოები, დღეს უკვე არის აყვანილი ტექნიკა. 47 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელშიც 110 მილიონი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, არის არა მარტო ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც მოიყვანს ტურისტებს თქვენს რეგიონში და რომელიც გზის მშენებლობის განმავლობაში მოგცემთ საშუალებას დასაქმდეთ გზის მშენებლობის დროს. მას შემდეგ, რაც ამ გზის მშენებლობა დასრულდება, თქვენ მოგეცემათ საშუალება გახსნათ ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, „გესთ ჰაუსები“, სასტუმროები, ტურისტების მომსახურეობისთვის საჭირო ბიზნესი და გქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რაც ამ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე მრავლად არიან წარმოდგენილნი, საშუალებას მისცემს სწორედ ხულოში მოძებნონ სამუშაო ადგილები, აქ შექმნან ოჯახები და აქ განვითარდნენ. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ სწორი ადამიანი, ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე ახლოს არის თქვენი პრობლემები და გული შესტკივა ამ რეგიონზე, რომელიც თქვენთან ერთად იშრომებს იმისთვის, რომ ხულო განვითარდეს. ამიტომ, ძალიან მსიამოვნებს, რომ მაქვს საშუალება დღეს ასეთ ადამიანს, სწორედ ასეთ, თქვენგან გამოსულ ადამიანს დავუჭირო მხარი. მინდა გისურვოთ ყველას წარმატებები, ვუსურვო წარმატებები ჩვენს კანდიდატს და მხოლოდ ასე, ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ, რომ ეს მხარე, აჭარა გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული".
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ხულოში მერობის კანდიდატის წარდგენაზე.
(NS)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)