|
2015-01-12 15:51:51, 2232 ნახვა
მსოფლიო
ინტერპოლმა ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა
ინტერპოლმა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის ოფიციალ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალი სახელმწიფო თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება. მათივე ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, ინტერპოლს ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნის გამოცხადების თხოვნით უკრაინამ 2014 წლის მარტში მიმართა. „ინტერპოლის სპეციალურმა საბჭობ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და უშიშროების საბჭოს მიერ, 2014 წლის მარტში გაგზავნილი ოფიციალური მიმართვა განიხილა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ინტერპოლმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე და უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვზე ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა“,-ნათქვამია არსენი ავაკოვის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)