|
2015-01-12 11:57:00, 2295 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს
ინდონეზიაში, მკვლევარებმა AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს. „ბი ბი სი“-ს ცნობით, მეორე „შავი ყუთი“ იავანის ზღვაში ჩაძირული თვითმფრინავის ფრაგმენტების ქვეშ, 30 მეტრის სიღრმეზეა და მაშველები მის ამოღებას ამ დრომდე ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ორივე „შავ ყუთს“ ლაინერ „AirAsia“-ს ჩაძირული კუდიდან 3,5 კილომეტრში მიაგნეს. რამოდენიმე საათის წინ, მაშველებმა პირველი „შავი ყუთი“ უკვე ამოიღეს და მისი შესწავლა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიადან სინგაპურის მიმართულებით მფრინავი AirAsia-ს თვითმფრინავი 28 დეკემბერს გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 162 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 155 – მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. რეისი Airbus 320-200 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა. AirAsia-ს ბორტმა, ჯაკარტას საჰაერო სივრცის საკონტროლო პუნქტთან კავშირი, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათსა და 17 წუთზე დაკარგა. პილოტმა საკონტროლო პუნქტთან უკანასკნელი კავშირისას რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მარშრუტის შეცვლა ითხოვა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)