|
2015-01-11 18:01:14, 2419 ნახვა
მსოფლიო
პარიზში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
საფრანგეთში, რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირები იმყოფებიან. აქციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან, მილიონიან მარშში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. პარიზში რუსეთის დელეგაციაც ჩავიდა, რომელსაც სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საფრანგეთში იმყოფება ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი. რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თეთრი სახლის ინფორმაციით, ის სოლიდარობის აქციას არ დაესწრება. მის მაგივრად აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრა. შეგახსენებთ, 7 იანვარს "Charlie Hebdo"-ს ოფისზე მომხდარ თავდასხმას, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი, დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)