09:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 15:49:05, 3161 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA

ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.

მარეგულირებელი ორგანოები მედიკამენტის პრაქტიკაში გამოყენებისას ბავშვების გარდაცვალების შემთხვევებს სწავლობენ, ასევე, ცალკეული მედიკამენტების ეფექტურობას ვერ ადასტურებენ. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო, ევროპული სახელმწიფოები ამ ეტაპზე თავს იკავებენ გადაწყვეტილების მიღებისგან.

„ძალიან მნიშვნელოვანი თემების გარკვევის საჭიროებაზეა საუბარი და, აქედან გამომდინარე, ახლა ამ ეტაპზე - ზუსტად ან თუნდაც მიახლოებით, იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება - რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA, ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც, ერთმნიშვნელოვნად, გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს კვლევითი და ბევრი სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ისეთ ფაქტორებს - თუ როგორია პრაქტიკა მედიკამენტის გამოყენებისა განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ მაქსიმალურად მეტი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებული პასუხები გვქონდეს კითხვებზე. ზუსტი თარიღების დასახელება მე, სამწუხაროდ, არ ხელმეწიფება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics