|
2026-04-20 16:28:46, 2982 ნახვა
საზოგადოება
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარე, ზაქარია გვიშიანი დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამალთან დაკავშირებით ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ პაპუაშვილის განცხადება აბსურდულია და ამ მედიკამენტებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხარე გავლილი აქვს. "რეგისტრაცია ნიშნავს, რომ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხარე გავლილი და დადასტურებულია [...] რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს და მშობლებმა ამაზე უნდა იფიქრონ, აბსურდულია [...] არცერთი არგუმენტი არ გამოდგება იმის საწინააღმდეგოდ, რომ ახლა ეს მედიკამენტი არ შემოიტანონ. პლუს ამას, ცოცხალი მაგალითები გვყავს, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ეს მედიკამენტები ევროპაში მიიღეს და თავს ძალიან კარგად გრძნობენ. სად არის აქ უკუჩვენებები? წლების წინ მიიღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, აშშ-მ და ევროპამ აღიარა მედიკამენტები და ახლა თურმე ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი სწავლობს და ამ ნარატივს ახვევს თავზე პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვებს, რომ თითქოს, ის მეტად უფრთხილდება და მეტი სტანდარტით არკვევს, ვიდრე აშშ და ევროპა, ახლა, წლების შემდეგ [...] ეს აბსურდულია. ეს ზუსტად ის მესიჯბოქსია, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილს, რომელსაც ისევ სჯერა, რომ ეს წამალი არ უნდა შემოიტანონ, ისევ ეს დააჯერონ. მაგრამ, ეს არ გამოვა". - თქვა გვიშიანმა TV პირველთან საუბარში. თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)