|
2026-04-12 22:40:18, 9750 ნახვა
ევროპის ამბები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაწყებულია და პირველადი შედეგები მალე გამოქვეყნდება | წერს გამოცემა Guardian და ბუდაპეშტის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ფოტოს აქვეყნებს უნგრელი გამომძიებელი ჟურნალისტი ზაბოლშ პანი წერს, რომუნგრეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები: დათვლილია ხმების 14.72% და ოპოზიცია ლიდერობს, მანდატები უახლოვდება ორ მესამედიან უმრავლესობას. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, უნგრეთში Závecz Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა | 7-9 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000 რესპონდენტი გამოიკითხა, მისი შედეგები კი ასე გადანაწილდა: • ოპოზიციური პარტია Tisza - 54% • ორბანის პარტია Fidesz - 40% 18:30 საათის მონაცემებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,8%-ია. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,08% იყო, 2018-ში 68,13%, 2014-ში კი 60,08%. უბნების დახურვის შემდეგ არ გამოცხადებულა ეგზიტპოლების შედეგები - ქვეყანაში ოფიციალური ეგზიტპოლები არ ჩატარებულა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)