|
2026-04-08 16:28:13, 5587 ნახვა
საზოგადოება
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
თბილისში, აბანოთუბანში, ისპაჰანელის ქუჩის №3-ში მცხოვრები ოჯახების ნაწილი ტერიტორიიდან გასვლაზე უარს აცხადებს. ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებით, ამ ტერიტორიაზე ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის გამო, 5 ოჯახს ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. ადგილობრივების ნაწილი საუბრობს, რომ სხვა მიზეზების გარდა, რის გამოც მათ ტერიტორიის დატოვება არ სურთ, შეთავაზებული კომპენსაციაც მცირეა. "პირველ რიგში, იმას დავაზუსტებ, რომ 10 ოჯახია და არა 5 - ბრძანებაში 5 იყო ასახული და ამას იურისტები გაარკვევენ, ეს შეცდომა რატომ მოხდა [...] ამ ოჯახებიდან 2 ჯგუფი ვართ, რომლებიც 2 პოზიციას ვახმოვანებთ. ერთი, რომ ამ ტერიტორიიდან გასვლაზე კატეგორიულად უარს ვამბობთ და მეორე, რომ თუ ადამიანურად და ღირსეულად გადაუხდიან, გასვლაზე იფიქრებენ. ჩვენი მეზობლები, რომლებიც კომპენსაციაზე თანახმა იყვნენ, ამბობენ, რომ ეს კომპენსაცია ძალიან მცირედია - იმდენად, რომ ვერაფერს შეიძენენ და თუ მოუვათ იგივე ფართი, მხოლოდ ქალაქის გარეუბანში. აქედან გამომდინარე, მათ გასვლა არ სურთ [...] მე პირადად არ მსურს, რომ ეს ისტორიული უბანი დაინგრეს. ამ ტერიტორიიდან გასვლას პრინციპულად არ ვაპირებთ, კომბაინებს თუ მოიყვანენ, ნანგრევებთან ერთად გაგვიტანონ [...] ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოშიც ვაპირებთ". - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან. კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ იმ თანხით, რაც მას შესთავაზეს, იგივე ფართის შეძენას ვერსად შეძლებს. "აუცილებლად უნდა გახვიდეთ, თქვენი ადგილი სახელმწიფოს სჭირდებაო. მათ მიერ შემოთავაზებული თანხით მე 17 კვ.მ ფართს ნამდვილად ვერსად ვიყიდი. კარავიც სად გავშალო, სად გავიდე? ეს ადგილი სახელმწიფოს მეტად სჭირდება, ვიდრე მე? ჩემი საკუთარი სახლია, მე ეს ვიყიდე და 4 ადამიანი ვცხოვრობთ". - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი TV პირველთან საუბარში. კომენტარი კიდევ ერთმა ადგილობრივმა გააკეთა. "ეს ყველაფერი ჩვენი თანხმობის გარეშე გაკეთდა. არაფერი ვიცოდით, მოვიდნენ, კარზე დაგვიკაკუნეს და ფული შემოგვთავაზეს - მათ ჩვენი თანხმობა არ ჰქონდათ. ეს ეზო არც ავარიულია [...] ფაქტობრივად, ჩვენ უსახლკაროდ ვრჩებით". - უთხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა TV პირველს. თბილისში, აბანოთუბანში ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის გამო, 5 ოჯახს ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. ექსპროპრიაცია სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს - "ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით". ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონეა" და ამიტომ, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას ექსპროპრიაციის უფლება ენიჭება.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)