|
2026-03-31 16:36:02, 5568 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
საქართველოს ბანკი ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ოთხ წელზე მეტია ახორციელებს. STEM სკოლის მეშვიდე ნაკადზე მიღება დასრულდა და გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე საქართველოს ბანკის 47 სტიპენდიატი. წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი 1600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. შესარჩევი ტესტის შედეგად, მიღებული ქულების მიხედვით კი გამოვლინდა 250 მოსწავლე, რომლებიც სწავლას STEM სკოლაში გააგრძელებენ. განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. მეშვიდე ნაკადზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიდან 32 სრული, 15 კი - 50%-იანი დაფინანსებით ისწავლის STEM სკოლაში. STEM სკოლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი პროგრამა და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად – მომავლის პროფესიების საფუძვლებს. პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას - მათგან უმაღლესი ქულის მქონე 60 ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)