|
2026-03-17 11:44:23, 1222 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე პატრიარქზე: ვითარება კვლავ ძალიან რთულია
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. „ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის. ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ ასე ვთქვათ წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც იყო სისხლდენა, შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ წუთს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა სამედიცინო მანიპუალაციები და მოხერხდა რომ გაჩერებულიყო სისხლდენა“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)