|
2026-03-14 12:21:49, 4505 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ირანს ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვით დაემუქრა
აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვის კამპანია“ გამოაცხადა. ამის შესახებ, პრეზიდენტმა "ტრუს სოციალზე' დაწერა. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ „ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვის კამპანია“ განახორციელა, მთლიანად გაანადგურა ყველა სამხედრო ობიექტი ხარგის კუნძულზე (კუნძული სპარსეთის ყურეში, რომელიც ირანის ნავთობპროდუქტების 90%-მდე ექსპორტის საზღვაო პორტია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა). „ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და დახვეწილია, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს, მაგრამ წესიერების პატივისცემის გამო, მე გადავწყვიტე, არ გავანადგურო კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა. თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე გადადგამს რაიმე ქმედებას, რომელიც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, მე დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას. ირანს არ შეუძლია დაიცვას ის, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ თავდასხმის - მათ ამის შესახებ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ! ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ვერ შეძლებს საფრთხე შეუქმნას შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს ან, სხვათა შორის, მსოფლიოს! ირანელი სამხედროები და ყველა სხვა, ვინც ამ ტერორისტულ რეჟიმშია ჩართული, გონივრული იქნება, თუ იარაღს დაყრიან და გადაარჩენენ იმას, რაც მათი ქვეყნიდან დარჩა, რაც ძალიან მცირეა!“, - განაცხადა ტრამპმა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)