|
2026-02-25 12:08:05, 2043 ნახვა
საზოგადოება
სუს; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია - 2006 წელს დაბადებული პირი
სუს-ის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ბრალდებით- 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს. უწყების თანახმად, სხვა პირების მიმართ ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. "ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინებები შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსი ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია - 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - თქვეს სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)