07:07 - 10 May, 2026
|
2026-02-20 13:38:44, 1256 ნახვა
საზოგადოება
ხატია წერეთელი თავისუფალია
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს და წერს, რომ ხატია წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ხატია წერეთელს და მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის აგვისტოში შეეფარდათ. ამ ბრალდებით 12 ადამიანი პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)