|
2026-02-15 13:22:36, 871 ნახვა
საზოგადოება
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, აშშ-ში იმყოფება
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში (Northern Kentucky University), ინფორმატიკის კოლეჯთან (College of Informatics, Northern Kentucky University) სამუშაო შეხვედრებით. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა: არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარება ახალი აკადემიური შესაძლებლობები, ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები SANGU-სა და NKU-ს შორის მრავალწლიანი, წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების ხელმისაწვდომობას. ვიზიტის ეს ეტაპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პარტნიორობის გაღრმავებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების გზაზე. " | წერს სოციალურ ქსელში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)