09:25 - 10 May, 2026
|
2026-02-09 15:29:32, 854 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინა. სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო ყველს სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური ნორმების დარღვევით აწარმოებდა. "ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას", - წერია განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)