|
2026-01-30 17:46:45, 922 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრები გამართეს. ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წინასწარ ორგანიზებულ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებში პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების განმავლობაში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ წარედგინათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო შემსყიდველებისთვის, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და გაეფართოებინათ პარტნიორული ქსელი, რაც ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს. ინფორმაციისთვის, Gulfood Dubai მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და შემსყიდველებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა ყოველწლიურად იმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, მოიძიონ ახალი პარტნიორები და გაეცნონ საბაზრო ტენდენციებს. „ჩვენი მიზანია, ბიზნესებს არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ, არამედ მათთვის რეალური განვითარების შესაძლებლობები შევქმნათ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა Gulfood Dubai, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის ზრდაში, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აგრობიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვახტანგ სილაგაძემ. „Gulfood 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენი პროდუქციის სწორი აუდიტორიისთვის წარდგენა, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“. - განაცხადა ვლადიმერ სავანელმა, სავანელი ჯგუფის დამფუძნებელმა.
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)